Monday, 19 November 2018

ტრენინგის რეფლექსია
2018 წლის 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გავიარე  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი. ტრენინგზე დასწწრების ჩემი მიზანი  ემსახურებოდა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლას, რათა ჩემი საგაკვეთილო პოცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა მოსწავლეთათვის.
ამ ტრენინგის დაწყების წინ მე მოველოდი, რომ უკეთ შევისწავლიდი საოფისე პროგრამას. მაგრამ შედეგმა ჩემს მოლოდინს ძალიან გადააჭარბა. გარდა საოფისე პროგრამების, MS WORD, MS EXCEL, MS POWERPOINT, საფუძვლიანი შესწავლისა, მე შევისწავლე ბლოგის შექმნა, ასევე ჩვენს მიერ წინა გაკვეთილებზე შექმნილი რესურსის (პრეზენტაციის) ბლოგზე ატვირთვას,  გავეცანი ინტერნეტის სასარგებლო ბმულებს და საიტებს, ასევე შევისწავლე პროგრამა WINDOWS-ის რამდენიმე საინტერესო ხელსაწყო.
ტრენინგის ხელმძრვანელი ქალბატონი დიანა გასაგებად და საინტერესოდ გვაწვდიდა ახალ მასალას და გვინმტკიცებდა უკვე ნაწავლს. 
ტრენინგი საბოლოოდ ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა და მე უკვე შემიძლია ჩემი საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და შინაარსობრივი გავხადო ინოფრმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

No comments:

Post a Comment