პროექტი



1. პროექტის სახელწოდება: მათემატიკა  ყოფა- ცხოვრებაში „გზიდან დაშორებულ ორ პუნქტამდე  უმოკლესი მანძილის განსაზღვრა

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებითმათემატიკის გამოყენება პრაქტიკაში,
კერძოდ, ორი პუნქტის გზასთან დაკავშირება მცირე რესურსით.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებისათვის პროექტი აქტუალურია
იმდენად,რამდენადაც მათ არ შეუძლიათ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.
4. პროექტის მიზნები:  პრობლემის დაძლევა მათემატიკის გამოყენებით
· კვლევა-ძიების უნარის განვითარება
· საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის განვითარება
· გუნდური მუშაობის უნარის განვითარება
· შესრულებული სამუშაოს ისტ-ის საშუალებით პრეზენტაციის უნარის განვითარება
· მოტივაციის ამაღლება

5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეძლონ პრაქტიკულ საქმიანობაში მათემატიკის გამოყენება, პრეზენაციის მომზადება. 
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

· სიგრძის საზომი ხელსაწყო,
· პროექტორი
· 
კომპიუტერი.
· მარკერი, დაფა, ქაღალდი

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. თემის გაცნობა: „წრფიდან დაშორებულ ორ წერტილს შორის უმეკლესი მანძილის განსაზღვრა“ 
აქტივობა 2. კლასს ვყოფ წყვილებად ინტერესების მიხედვით და თითოეული ჯგუფს ვაძლევ ზეპირ მითითებებს შემდგომი აქტივობის შესახებ. 
აქტივობა 3. ჯგუფები ხელმძღვანელთან ერთად გადიან ქალაქგარეთ წინასწარ შერჩეულ ადგილად, სადაც მდებარეობს გზიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ორი ობიექტი. თითოეული ჯგუფი ირჩევს რამდენიმე განსხვავებულ წერტილს გზაზე და  ზომავს მანზილს გზის წერტილიდან ორივე ობიექტამდე. ბოლოს ხელმძღვანელი თხოვს თითოეულ ჯგუფს იპოვოს რომელიმე ობიექტის სიმეტრიული წერილი გზის მიმართ და  სეაერტონ მეორე ობიექთთან და გზასთან გადაკვეთის წეტილიდან იპოვონ მანზილების ჯამი ობიექტამდე.
აქტივობა 4. 
 მოსწავლეები აფორმებენ ჩატარებულ სამუშაოს სლაიდების საშუალებით
და ემზადებიან პრეზენტაციისათვის
აქტივობა 5.
ჯგუფები პრეზენტაციით (power-point-ის საშუალებით) წარსდგებიან
პარალელური კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე
აქტივობა 6. ხელმძრვანელთან ერთად ცდილობენ დაამტკიცონ სამკუთხედის უტოლობისა და სიმეტრიის საშუალებით მოცემული წესის სამართლიანობა


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  გიორგი კურღელაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. gkurdghelashvili@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი https://ictgiorgi.blogspot.com/p/blog-page_4.html


No comments:

Post a Comment